ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვის საკითხს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„საქართველო ეკუთვნის ევროპას. „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას.

ჩემი თხოვნა საქართველოში ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან – გთხოვთ, მოუსმინეთ თქვენს ხალხს. ნუ ჩაშლით თქვენი ქვეყნის მომავალს”, – წერს ევროპარლამენტის წევრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.