წინადადებები იმ ვერსიით, რაც მოსკოვმა ნახა, შეესაბამება ალასკაში რუსეთ-ამერიკის სამიტზე გამართულ დისკუსიებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატების გეგმა შესაძლოა, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს.

როგორც მედია წერს, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეთანხმდნენ, უკრაინის საკითხზე სხვადასხვა დონეზე გააძლიერონ რუსეთ-თურქეთის კონტაქტები.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი, როგორც წარსულში, დღესაც მზადაა, ხელი შეუწყოს ნებისმიერ დიპლომატიურ ინიციატივასა და გეგმას, რომელიც დაეხმარება მხარეებს შორის პირდაპირ კონტაქტებს და გზას გახსნის რეგიონში მდგრადი მშვიდობისკენ.