პოლონეთმა არ უნდა გამორიცხოს უკრაინაში სამხედროების გაგზავნა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ინტერვიუში განაცხადა. ამის შესახებ Reuters წერს.
სიკორსკის ინტერვიუ გამოქვეყნდა პოლონურ გამოცემა Gazeta Wyborcza-ში, იტალიურ La Repubblica-ში და ესპანურ El Pais-ში.
შეკითხვაზე, მზად არის თუ არა პოლონეთი, გაგზავნოს სამხედროები უკრაინაში, სიკორსკიმ განაცხადა: „ჩვენ ეს არ უნდა გამოვრიცხოთ“.
ამასთან, სიკორსკის არ დაუკონკრტებია, ასეთ შემთხვევაში, რა როლს შეასრულებენ პოლონეთის ძალები. პუტინი უნდა დავტოვოთ ჩვენი განზრახვების შესახებ ფიქრებში“, – განაცხადა სიკორსკიმ.
უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ პირველად განცხადება თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა.