უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას.
„უკრაინის პარტნიორებს აქვთ ორი გზა ამ დარტყმების თავიდან ასაცილებლად. პირველი არის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის. მეორე, უკრაინამ უნდა ჩამოაგდოს რუსული სამხედრო თვითმფრინავები, ვიდრე ისინი ჩამოაგდებენ ბომბებს ხარკოვზე და სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებზე.
მიეცით უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებები და მხარი დაუჭირეთ უკრაინის დარტყმებს რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე. იმოქმედეთ დაუყოვნებლივ“, – წერს კულება სოციალურ ქსელ X-ში.
რუსეთის ძალებმა დღეს ხარკოვში სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტზე განახორციელეს დარტყმა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 40 ადამიანი.