ესპანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის შეჭრა გრენლანდიაში ვლადიმირ პუტინს დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს.

მისი თქმით, აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება NATO-ს დააზიანებს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას მოახდენს.

"თუ გრენლანდიაზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა ვთქვა, რომ ამ ტერიტორიაზე აშშ-ის შეჭრა ვლადიმირ პუტინს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს. რატომ? იმიტომ, რომ ეს უკრაინაში მისი შეჭრის ლეგიტიმაციას მოახდენს. თუ შეერთებული შტატები ძალას გამოიყენებს, ეს NATO-სთვის სიკვდილის ზარი იქნება. პუტინი ორმაგად ბედნიერი იქნება", - განცხადება პედრო სანჩესმა მედიასთან ინტერვიუში.