ამის შესახებ ახალი ამბების სამაუწყებლო ტელეარხი N1 იუწყება.

სლოვენიის მთავრობა დათანხმდა დანიის ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მიზნით გრენლანდიაში ორი სლოვენიელი ოფიცრის გაგზავნას.  

სლოვენიელი ოფიცრები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარის საწინააღმდეგოდ დანიის სამეფოს მიერ გამოცხადებულ წვრთნებში, „არქტიკული ამტანობა“, მიიღებენ მონაწილეობას.  

რამდენიმე ქვეყანამ უკვე გაგზავნა ჯარისკაცები და ოფიცრები გრენლანდიაში: საფრანგეთი (15 სამხედრო მოსამსახურე), გერმანია (13 სამხედრო მოსამსახურე), შვედეთი (სამი ოფიცერი), ნორვეგია („ორი პერსონა“), ფინეთი (ორი ოფიცერი), ნიდერლანდები (ერთი საზღვაო ოფიცერი) და დიდი ბრიტანეთი (ერთი ოფიცერი).

სავარაუდოდ, წვრთნებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიც შეუერთდებიან, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და იტალია, ამას არ აპირებენ.