პარიზში, სტადიონ "პარკ დე ფრანსთან" ახლოს, პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს. დაშავდა ერთი სამართალდამცველი, დაზიანდა ექვსი ავტომობილი და ორი კომერციული ობიექტი.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "პარი სენ-ჟერმენი" მატჩის დროს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 22 000 პოლიციელი იყო მობილიზებული, მათგან 8 000 - პარიზში.




