პარიზის პროკურატურამ მოითხოვა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" ლიდერ მარინ ლე პენს ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე თავისუფლების ხუთი წლით აღკვეთა მიესაჯოს. აქედან ვერდიქტი ითვალისწინებს 3 წლით პირობითი პატიმრობის ვადას და 300 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას.
გარდა ამისა, პროკურატურა მოითხოვს, რომ პოლიტიკოსს ხუთი წლით აეკრძალოს სამთავრობო ორგანოებში არჩევის უფლება.
ლე პენის საქმეში "ეროვნული გაერთიანების" 20 წევრი ფიგურირებს. პროკურატურამ მათთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მაშინ ლე პენი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი კანდიდატურის დასახელებას ვერ შეძლებს.
პოლიტიკოსმა ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ პროკურატურას სურს ფრანგებს ჩამოართვას მათთვის სასურველი პოლიტიკოსისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა.
მარინ ლე პენს 2027 წლის კენჭისყრისთვისაც ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევენ.