ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ძალები, რადგან ეს ამჟამად გარდაუვალია. ასეთ სიტუაციაში საჭიროა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და ისინი მიღებულია, – ამის შესახებ პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ასიფმა აღნიშნა, რომ ინდოეთის რიტორიკა მწვავდება და პაკისტანის სამხედროებმა მთავრობას აცნობეს შესაძლო თავდასხმის შესახებ. მან არ განავრცო დეტალები მიზეზებზე, რის გამოც ფიქრობს, რომ შეჭრა გარდაუვალია.
ცნობისთვის, 22 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა ტერაქტი მოაწყვეს ქალაქ პაჰალგამში, ქაშმირის სადავო შტატში. დაიღუპა ინდოეთის 25 მოქალაქე და ერთი ნეპალელი. თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს. ინდოეთის დაზვერვა ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან პაკისტანია დაკავშირებული, რასაც ისლამაბადში უარყოფენ და მომხდარის მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვენ.
თარგმანი: პირველი არხი