"თალიბანი", რომელიც ავღანეთს მართავს, იტყობინება, რომ პაკისტანის მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

"პაკისტანის სამხედრო თვითმფრინავებმა ავღანეთის ტერიტორიაზე დაბომბეს პაკისტანის "თალიბანის" - „თეჰრიქ-ე თალიბანის“ (TTP) მეამბოხეთა თავშესაფრები. თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის სამი ბავშვი. აფეთქებები მოხდა ფაქთიკის და ხოსტის პროვინციებში", – აცხადებს "თალიბანი".

პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ჯარები ავღანეთიდან გავიდნენ და თალიბები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.