პაკისტანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბელუჯისტანის პროვინციაში მოხდა.
BBC-ს ცნობით, რამდენიმე ათეულმა შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ გზატკეცილზე ადამიანებს ავტომობილებიდან გადასვლა აიძულა და მათი პირადობის დამადასტურებელი საბუთები შეამოწმეს, რის შემდეგაც ისინი მოკლეს.
BBC-ს წერს, რომ აღნიშნულ რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მიმდინარეობს.