პროკურატურის განცხადებით, სტუდენტმა დისერტაციის დაცვისას და სოციალურ ქსელებში ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც „სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“.
ორლეანის უნივერსიტეტის ირანის მოქალაქე დოქტორანტს ბრალად ედება „ონლაინ სივრცეში ტერორისტული აქტისკენ პირდაპირი მოწოდება“.
ორლეანის პროკურატურის ინფორმაციით, მისი სასამართლო პროცესი მომავალ ორშაბათს გაიმართება.
აპრილის დასაწყისში, ორლეანის პროკურატურამ, უნივერსიტეტისგან მიიღო შეტყობინება დოქტორანტისა და ლექტორის ასისტენტის შესახებ, რომელიც დისერტაციის დაცვის დროს, ასევე სოციალურ ქსელებში საეჭვო შინაარსის პუბლიკაციებს აქვეყნებდა.
ორლეანის პროკურორის, ემანუელ ბოშენეკ-პურენის განმარტებით, აღნიშნული განცხადებები სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას ექვემდებარება.
36 წლის ბრალდებული ოთხშაბათს დააკავეს. გამოცემა Ici Orléans-ის ცნობით, 27 მარტს დოქტორანტმა თავისი ნაშრომი კერძო სამართლის სფეროში აიათოლა ალი ხამენეის მიუძღვნა, რომელიც ისრაელ-ამერიკული იერიშის შედეგად დაიღუპა. ნაშრომის ხელმძღვანელმა სტუდენტს სთხოვა არ “გადაეხვია თემისგან” თუმცა მან უარი განაცხადა და ირანისა და რელიგიის შესახებ საუბარი გააგრძელა, რის გამოც დისერტაციის დაცვის პროცესი შეწყდა.









