რომში იტალიის პრემიერ მინისტრთან ჯორჯა მელონთან შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ორშაბათს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მისი პარტია „ფიდესი" არ შეუერთდება ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს ევროპარლამენტში. ამის მიზეზი ამ ჯგუფში რუმინეთიდან ანტიუნგრული ფორმირების მიღება გახდა.

იტალიის და უნგრეთის მთავრობის მეთაურებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტამდე სამი დღით ადრე და 1 ივლისიდან უნგრეთი ექვსთვიანი პრეზიდენტობის დაწყების წინ ევროკავშირში თანამდებობების განაწილების და პოლიტიკურ ძალებში გადანაწილების საკითხები განიხილეს.

მელონისთან საათნახევრიანი საუბრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ უსაუბრიათ პარტიულ საკითხებზე, რადგან უნგრეთმა ეს საკითხი დახურა იმ მიზეზით, რომ ვერ გახდება იმ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, რომელშიც ანტიუნგრული რუმინული პარტიაა გაერთიანებული.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ერთ ჯგუფში არყოფნის მიუხედავად იბრძოლებს ევროპული მემარჯვენე პარტიების გასაძლიერებლად.

ევროკავშირში ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობების განაწილების ამჟამად განხილვის სტადიაში არსებულ საკითხთან დაკავშირებით ორბანმა განაცხადა „ევროკავშირის თავდაპირველი პროექტი არ იყო დღევანდლის მსგავსი“; „მას უნდა მოეცვა ყველა - დიდიც და პატარაც".

ახლა „ეს არის გზა, რომლის გავლა შეუძლებელია; ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საკვანძო პოზიციებთან დაკავშირებით არსებულ პოლიტიკურ პაქტს", - დასძინა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იტალიის პრემიერ მინისტრთან მან ასევე ისაუბრა არალეგალური იმიგრაციის შესახებ.

„თქვენ უფრო ახლოს ხართ აფრიკასთან, მაგრამ ჩვენთან მიგრანტებიც მოდიან", - მიმართა ორბანმა მელონის და განაგრძო: „მომდევნო 20 წლის განმავლობაში აფრიკის მოსახლეობა გაიზრდება 750 მილიონი ადამიანით, რაც ორჯერ აღემატება ევროპის დემოგრაფიულ ზრდას. ან იქნება აფრიკის განვითარების პროექტი, ან იქნება მასობრივი მიგრაცია, რომელსაც ჩვენ ვერ გავუმკლავდებით“.

მისი თქმით, უნგრეთის მთავრობა მხარს დაუჭერს ყველაფერს, რასაც ჯორჯა მელონის მთავრობა შესთავაზებს აფრიკასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის საბჭოში ექვსთვიან თავმჯდომარეობამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ორბანმა „სამარცხვინო" უწოდა იმ ფაქტს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები 15 წელზე მეტი ელოდებიან ევროკავშირში მიღებას.

„მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია, ვთქვათ დიახ ან არა“, - განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ მხარი დაუჭირა თავმჯდომარეობის ექვსთვის პერიოდში უნგრეთის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული საკითხების განხორციელებას, მათ შორის მოქმედებებს დემოგრაფიული კრიზისის გადასაჭრელად და, როგორც მან თქვა, „სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიმართ ახლებურ მიდგომას", უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას და ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვას.

მან ასევე განაცხადა, რომ მათი საუბრის თემა უკრაინის ომი იყო.

„ჩვენი პოზიციები ყოველთვის არ არის თანმიმდევრული, მაგრამ მე პატივს ვცემ უნგრეთის პოზიციას ევროკავშირსა და ნატოში, რომელიც მოკავშირეებს საშუალებას აძლევს მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეთანხმების არარსებობის შემთხვევაშიც კი“, - განმარტა მან.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა ჯორჯა მელონიმ.