ომანის სულთანი ჰაითამ ბინ ტარიკ ალ-საიდი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ომანი ასრულებს შუამავლის როლს აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირ მოლაპარაკებებში, რომლის რიგით მეორე შეხვედრაც რომში 19 აპრილს გაიმართა.

„ჩვენ განვიხილეთ მოლაპარაკებების პროგრესი ირანისა და ამერიკის წარმომადგენლებს შორის. ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ვინარჩუნებთ მჭიდრო კონტაქტს ჩვენს ირანელ კოლეგებთან. სადაც დახმარებას შევძლებთ, გავუწევთ“, – განაცხადა კრემლის მრჩეველმა იური უშაკოვმა.

მედიის ცნობით, აშშ-სა და მოსკოვს არაპირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად ხელშეწყობა მოსკოვმა შესთავაზა და აქტიურად ადევნებს თვალს პროცესს.

თარგმანი: პირველი არხი