რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე.
ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს.
შეთანხმების ძირითადი დებულებები შემდეგია:
მოსკოვი და თეირანი შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ყველა სფეროში, რომელიც საერთო ინტერესს წარმოადგენს.
მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებისას.
თუ ერთ-ერთი ქვეყანა აგრესიის მსხვერპლი გახდება, მეორე მხარემ არ უნდა გაუწიოს თავდამსხმელ მხარეს დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს თავდასხმის გაგრძელებას.რუსეთი და ირანი არ დაუშვებენ თავიანთი ტერიტორიების გამოყენებას ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემცველი სეპარატისტული მოძრაობების მხარდასაჭერად.
მოსკოვი და თეირანი ითანამშრომლებენ საერთაშორისო ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებსა და საფრთხეებთან ბრძოლაში.