გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ოპტიმისტურად არის განწყობილი აშშ-ის მიერ უკრაინისათვის დახმარების პაკეტის დამტკიცების პერსპექტივის მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინას სჭირდება, რომ შეძლოს თავის დაცვა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

"დიდი იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები, აშშ-ის კონგრესი მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებელს გახდის საჭირო ფინანსურ მხარდაჭერას", - დასძინა ოლაფ შოლცმა.