უკრაინაში მიმდინარე ომი, ალბათ, მალე არ დასრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დიდი ხნის განმავლობაში შეგვეძლოს უკრაინის მხარდაჭერა მის თავდაცვით ბრძოლაში.
ამის შესახებ ბერლინში, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2022 წელს უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა სრულად გაანადგურა ურთიერთგაგება ევროპაში მშვიდობისა და უსაფთხოების საკითხებზე, ამიტომ საჭიროა ნათლად დავანახოთ ყველას, რომ ევროპაში ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა შეუძლებელია.
შოლცის განცხადებით, „როდესაც სხვები ყოყმანს იწყებენ, გერმანია მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ უკრაინის დახმარება გაზარდოს“.