გერმანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განუცხადა.
„სრულად ვუჭერ მხარს ევროკომისიის დასკვნას უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე“, - აღნიშნა შოლცმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.