გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 9 თებერვალს ვაშინგტონში ჩავა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ეს ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა დაადასტურა.
მისი თქმით, ბაიდენი და შოლცი "დაადასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, თავისი ტერიტორიისა და ხალხის რუსეთის აგრესიული ომისგან დასაცავად."
ორი ლიდერის შეხვედრის სხვა თემები არის ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის თავიდან აცილება, განსაკუთრებით ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერა და ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო დახმარებისა და დაცვის გაზრდა.
"პრეზიდენტი ბაიდენი და კანცლერი შოლცი ასევე კოორდინაციას გაუწევენ თავიანთ ქმედებებს ვაშინგტონში, ნატოს სამიტის წინ," - დასძინა ჟან-პიერმა.
შეხვედრა იმ ფონზე შედგება, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის მოთხოვნილი 61 მილიარდი დოლარი ვერ მტკიცდება.
პარალელურად, მომავალ კვირას ევროკავშირი ატარებს სპეციალურ სამიტს, რათა შეთანხმდეს კიევისთვის დამატებითი მხარდაჭერის პაკეტზე - 50 მილიარდი ევროს ოდენობით.
მანამდე შოლცმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა გაზარდონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.