ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე დაუსაბუთებლად მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკს დიქტატორი უწოდა.

„ვფიქრობ, ეს ღრმად დაუსაბუთებელია. ეს არის საყოველთაოდ დიდი უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც სრულმასშტაბიანმა ომმა მისი ვადის შუაში მოუსწრო“, – განაცხადა იონას გარ სტიორემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არის დიქტატორი არჩევნების გარეშე და მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს.

თარგმანი: პირველი არხი