საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, რომელიც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით არის მსჯავრდადებული 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ლიბიიდან უკანონო დაფინანსების საქმეზე, სასჯელის მოხდას 21 ოქტომბერს დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ექსპრეზიდენტი სასჯელს მოიხდის პარიზის სანტეს ციხეში (Prison de la Santé).

ფრანგული მედიის ცნობით, ციხეში არის სპეციალური ბლოკი, რომელიც განკუთვნილია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების საჭიროების მქონე პატიმრებისთვის.

პარიზის სასამართლომ 25 სექტემბერს სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სარკოზი 2007 წელს ლიბიის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ. გამოძიების თანახმად, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას ფარულად აფინანსებდა და მას მილიონობით ევრო გამოუყო. ფული პარიზში მალულად ჩემოდნებით იგზავნებოდა.