ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
დღეს, 25 სექტემბერს, პარიზის სისხლის სამართლის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ლიბიის მიერ ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის სავარაუდო დაფინანსების საქმეზე. სახელმწიფოს ყოფილი მეთაური დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივი შეთქმულების ბრალდებით, თუმცა დანარჩენი ბრალდებებით გაამართლეს.
ნიკოლა სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სასჯელის დროებითი გადავადებით. ეს ნიშნავს, რომ მას ერთი თვის განმავლობაში პროკურატურაში დაიბარებენ და დაკავების თარიღის შესახებ აცნობებენ. შესაძლო სააპელაციო საჩივარი ამ პრევენციულ ღონისძიებას არ შეაჩერებს.
ეს გადაწყვეტილება მრავალწლიანი, მოულოდნელი მოვლენებით სავსე გამოძიების დასასრულს აღნიშნავს, - წერს bfmtv.