ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ემზადებიან. სიმულაცია აგებულია რუსეთის სამხედრო აგრესიის სცენარზე ალიანსის წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
წვრთნებში, რომელიც მომდევნო წლის გაზაფხულზე გაიმართება ჯამურად 40 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში ჩაერთვებიან სხვადასხვა ტიპის ჯარები, ავიაცია, საზღვაო ძალები, ქვეითი დანაყოფები.
საყურადღებოა, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს შვედეთის არმიაც, რომლის ნატოში გაწევრიანების პროცესი ფორმალურად ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
წვრთნები გერმანიის, პოლონეთის და ბალტიის ზღვის სანაპიროზე ჩატარდება. წვრთნები ალიანსის ახალი მიდგომის ნაწილია, რომელიც წელიწადში ორჯერ მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას ითვალისწინებს.
ივნისში ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ასევე განაცხადა, რომ იგეგმება სწრაფი რეაგირების ძალების რიცხოვნობა 40 ათასიდან 300 ათასამდე გაზრდა.
აღნიშნული ინიციატივები ბალტიური სახელმწიფოების პოზიციას უკავშირდება, რომლებიც უკვე მრავალი წელია რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე და ალიანსის მზაობის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ.