პერუელი ნობელიატი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა შვილმა ალვარო ვარგას ლიოსამ გაავრცელა სოციალურ ქსელ X-ზე
ხორხე მარიო ვარგას ლიოსა — პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი და 2010 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. ასევე იყო პრინსტონის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი.
მარიო ვარგას ლიოსა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ნოველისტი და ესეისტია. ზოგიერთ კრიტიკოსის აზრით, მან ლათინოამერიკელთაგან ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე.
2010 წელს ნობელის პრემია „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიანიჭეს. სწორედ მან, 1990 წელს, მექსიკის ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ „მექსიკაში აბსოლუტური დიქტატურაა“. ეს განცხადება მომდევნო ათწლეულში ფრთოსან ფრაზად იქცა და მსოფლიო შემოიარა.
ბევრი სვამდა კითხვას – მარიო ვარგას ლიოსა ნობელის პრემია მაინც აიღებდა, 1990 წელს რომ გაემარჯვაო? მაშინ იგი პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალურ-კონსერვატორული ალიანსის მთავარი კანდიდატი იყო და ალბერტო ფუჯიმორისთან მხოლოდ საფინიშო მონაკვეთზე დამარცხდა. პოლიტიკური წარუმატებლობის შემდეგ მარიო ვარგას ლიოსა კვლავ შემოქმედებას მიუბრუნდა.
მარიო ვარგას ლიოსა აქტიურად ითარგმნება ქართულად. ბოლო წლებში გამოიცა მისი რომანები: „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „ხუთი კუთხე“, „დეიდა ხულია“ და „სცენარისტი“.
მარიო ვარგას ლიოსა 1936 წლის 28 მარტს, საშუალოშემოსავლიან ოჯახში დაიბადა პერუს პროვინცია არეკიპაში. ის ერთადერთი შვილია ერნესტო ვარგას მალდონადოსა და დორა ლუისა ურეტას ოჯახში (დორა ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. ის კრეოლური ოჯახიდან იყო). ოჯახი მომავალი მწერლის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე დაინგრა. მარიოს დაბადებიდან მოკლე ხანში მამამისმა განაცხადა, რომ გერმანელ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. შედეგად, მარიოს ორი ნახევარძმა - ენრიკე და ერნესტო - ჰყავს.