საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი გარდაიცვალა.

ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.

ლოლა ტუმასიანი აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში 2019 წლიდან მუშაობდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

"აიპრესი" თანაგრძნობას უცხადებს ლოლა ტუმასიანის ოჯახსა და კოლეგებს.