საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც საჯარო სექტორში დასაქმებულებს ერთდროულად, სრულ განაკვეთზე, რამდენიმე ადგილზე მუშაობა ეკრძალებათ.
ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს აღარ ექნება უფლება, სხვა საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი პოზიცია დაიკავოს.
თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანი 2 პოზიციაზე იმუშავებს, მას ორივე თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში დასაქმება აეკრძალება და ასევე, ვალდებული იქნება, მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, თეორიულად შეუძლებელია, 8 საათი იმუშაონ ადამიანებმა ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, მოხდება ხარჯების და კადრების ოპტიმიზაცია








