მაია სანდუ კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დღეს კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ჩამოვედი. ვუგზავნი მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, რომელთა გამბედაობაც უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას. განვიხილავთ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ევროკავშირის გზაზე ერთმანეთის დახმარების საკითხებს. მოლდოვა რჩება უკრაინის საიმედო მეზობლად", – წერს მაია სანდუ.