მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.
სანდუს ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის დროს რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.
"როცა მოლდოვა და უკრაინა შობას ზეიმობენ, კრემლი ნგრევას ირჩევს, მიზანში იღებს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას და რაკეტით არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს. მოლდოვა გმობს ამ ფაქტებს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს", – დაწერა სანდუმ სოციალურ ქსელში.
While our countries celebrate Christmas, Kremlin chooses destruction—targeting Ukraine’s energy infrastructure and violating Moldova’s airspace with a missile, actions that clearly violate international law. Moldova condemns these acts and stands in full solidarity with Ukraine.
— Maia Sandu (@sandumaiamd) December 25, 2024
მაია სანდუ მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის შეღწევის დეტალებს არ აკონკრეტებს.