ამის შესახებ ინფორმაციას მოლდავური გამოცემა „ზიარულ დე გარდა" ავრცელებს.

პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა სამშაბათს, 6 ივნისს გამართულ სხდომაზე დაამტკიცეს საკონსულტაციო მოსაზრებები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) პლატფორმაზე დადებული კიდევ ორი ​​შეთანხმების დენონსაციის შესახებ.

ამგვარად, დენონსირებული იქნება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შესახებ 1993 წლის 22 იანვარს მინსკის შეთანხმება 2015 წლის 30 ოქტომბერს დუშანბეში შეტანილი ცვლილებების პროტოკოლითურთ.

საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს განცხადებით, შეთანხმების შეწყვეტა ხდება „თანამშრომლობის ამ სეგმენტში მინიმალური ურთიერთქმედების, გამოყენების შემთხვევების არარსებობის და რეალობასთან შეუსაბამობის“ გამო. შეთანხმება და დამატებითი ოქმი არის ორი განუყოფელი აქტი, ამიტომ მათი დენონსაცია ერთდროულად მოხდება.

ამავე დროს, დენონსირებული იქნება 1991 წლის 30 დეკემბრის შეთანხმება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული შეიარაღებული ძალების შესახებ.

„ამ შეთანხმების შეწყვეტა დროულია, იმ პირობებში, როდესაც მოლდოვას რესპუბლიკა არ ფლობს ბირთვულ იარაღს და დსთ-ს ფარგლებში თანამშრომლობა გამორიცხავს სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ურთიერთქმედებას, აქცენტი კეთდება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე“, - აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში. .

„ზიარულ დე გარდა" აღნიშნავს, რომ ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის მარეგულირებელი პროცედურის წამოწყება სთხოვა.