მოლდოვის ეროვნული ბანკის ცნობით, 6 ოქტომბრიდან მოლდოვა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეს (Single Euro Payment Area – SEPA) ოფიციალურად შეუერთდა, რითაც ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევრო ბანკებთან უფრო იაფი და გამარტივებული მომსახურება.

"დღეს, 2025 წლის 6 ოქტომბერს, მოლდოვის რესპუბლიკა ერთიანი ევრო გადახდების სივრცის წევრი ხდება (SEPA) - ინფრასტრუქტურის, რომელიც 41 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს და მოქალაქეებსა და კომპანიებს სწრაფ, უსაფრთხო, დაბალფასიან და უფასო ევროტრანსფერებსაც კი სთავაზობს." - წერია ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, ანკა დრაგუმ SEPA-ში მოლდოვის გაწევრიანებას "ევროპის გზაზე გადადგმული ისტორიული ნაბიჯი" უწოდა. 

მისი თქმით, ამიერიდან მოლდოვის მოქალაქეები თანხის ევროში გაგზავნასა და მიღებას ევროკავშირში მცხოვრებლების მსგავსად შეძლებენ - სწრაფად და მინიმალური გადასახადებით, ან სულაც უფასოდ.