ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის გამომწერებს გაუზიარა ემანუელ მაკრონისგან მიღებული შეტყობინების სკრინშოტი. საფრანგეთის პრეზიდენტის გარემოცვამ დაადასტურა, რომ ეს „პირადი შეტყობინება ავთენტურია და სიმართლეს შეესაბამება“.
ინფორმაცია, სამშაბათს, 20 იანვარს გამოქვეყნდა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა საკუთარ გვერდზე გააზიარა ემანუელ მაკრონის მიერ გაგზავნილი შეტყობინების სკრინშოტი.
„ეს პირადი შეტყობინება ნამდვილად ავთენტურია“, — დაადასტურა მაკრონის გარემოცვამ ტელეარხ BFMTV-სთან.
შეტყობინებაში საფრანგეთის პრეზიდენტი თავის ამერიკელ კოლეგას სთავაზობს, პარიზში შეხვედრას და G7-ის სამიტის გამართვას, სადაც რუსეთიც იქნებოდა მიწვეული, რაც უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ასეთი ტიპის პირველი შემთხვევა იქნებოდა.











