ნებისმიერი ევროპული ქვეყნისა და მოკავშირის სუვერენიტეტი თუ დაირღვევა, მაშინ ამას უპრეცედენტო ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ევროპული ქვეყნისა და მოკავშირის სუვერენიტეტი თუ დაზარალდება, უპრეცედენტო ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. საფრანგეთი ძალიან ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და დანიისა და მისი სუვერენიტეტის დასაცავად სრული სოლიდარობით იმოქმედებს“, – განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

თარგმანი: პირველი არხი