მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპშოიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ამ იდეას ჯერჯერობით მხარს არ უჭერს.
მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების შესახებ პირდაპირ არის დამოკიდებული მოქალაქეების ნებაზე და მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემთხვევაში შეიძლება გახდეს რეალური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.
ამავდროულად, პოპშოიმ აღნიშნა, რომ პირადად ის ნატოს მხარდამჭერია და მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წარმოადგენს უსაფრთხოების ყველაზე ძლიერ გარანტიას.
ამასთან, მისი თქმით, მოლდოვაში ბევრი ლიდერი თავს არიდებს ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას მისი არაპოპულარობის გამო, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ საკითხი უფრო აქტიურად უნდა განიხილებოდეს.
როგორც მედია წერს, ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 54.5% არ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას, ხოლო 33.6% დადებითად აფასებს ამ იდეას.
ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს









