ირაკლი კობახიძეს არ ესმის, რა არის დემოკრატია, - ასე ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების "გასამართლების" შესახებ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს არ ესმის რა არის დემოკრატია. კრიტიკული ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსს წარმოადგენს. ამომრჩეველი წყვეტს ვინ გახდება ოპოზიცია ან ხელისუფლება. ევროპულ დემოკრატიაში პარტიები აკრძალული არ არის, მათ წინააღმდეგ კი პოლიტიკურად იბრძვიან", - წერს მიხაელ როთი.