გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ეხმიანება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, "TI 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება".

"ქართული კოშმარი“ ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დამოუკიდებელი დაკვირვება აუცილებელი წინაპირობაა", - წერს მიხაელ როთი.

შეგახსენებთ, რომ "თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და  პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო".