ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

Spirit Airlines-ის მგზავრებს შესაძლოა აუკრძალონ ბორტზე ასვლა ან ჩამოსვან ბორტიდან თუ ისინი ახალ დრესკოდს დაარღვევენ

ახალი რეგლამენტში, რომელიც ძალაში 22 იანვარს შევიდა, ნათქვამია, რომ მგზავრს შეიძლება უარი უთხრან ჩასხდომაზე ან ჩამოსვან ბორტიდან თუ მისი ტანსაცმელი არასათანადოა ან შეურაცხმყოფელი ტატუ აქვს.

არასათანადოდ ითვლება ისეთი ტანსაცმელი, რომელიც აშიშვლებს მკერდს, დუნდულებს ან სხეულის სხვა ინტიმურ ნაწილებს, - წერს „ფოქს ნიუსი“ და აღნიშნავს, რომ გასული წლის ოქტომბერში ორი ქალი ავიაკომპანიამ ბორტიდან იმის გამო ჩამოსვა, რომ მათ ტოპები ეცვათ, ხოლო გასულ კვირას ტეხასელი მამაკაცი იმის გამო, რომ ქურთუკზე დატანილი იყო წარწერა F*CK HATE WORLD TOUR

Spirit Airlines-ი მაღალბიუჯეტური ავიაკომპანიაა. ასრულებს რეგულარულ რეისებს შეერთებულ შტატებში, კარიბის რეგიონში და ლათინურ ამერიკაში. 2023 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკის მეშვიდე უდიდესი ავიაკომპანიაა მგზავრების რაოდენობით მიხედვით.