აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ე.წ. "აგენტების კანონს" კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ "არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და ეს არაა მხოლოდ რიტორიკა".
"ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ, ჩვენ გამოვაცხადეთ ურთიერთობების გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიღებულ იქნა ეს კანონი. არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა.
საუბარია იმ დახმარების ოდენობაზე, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს – დაახლოებით 390 მლნ აშშ დოლარი დაიგეგმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც განხილვის პროცესშია. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვებზე, რომლის შესახებაც ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ განვაცხადეთ. ახლა ვსწავლობთ, როდის და როგორ განვახორციელოთ. ასე, რომ ჩვენგან მეტს მოისმენთ ამ საკითხზე", – განაცხადა მილერმა.