შეერთებულმა შტატებმა "ოფიციალური სამძიმარი" გამოუცხადა ირანს პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების გამო.
თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ირანის გარდაცვლილ ლიდერზე საუბრისას განაცხადა, რომ ის ირანელი ხალხის ჩაგვრის სასტიკი მონაწილეა. მილერის თქმით, რაისი პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიკვდილსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
მისი თქმით, წუხან ნებისმიერი ადამიანის დაკარგვის გამო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან რაისის ხელებზე სისხლია.
მილერმა ასევე თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა იცის, რომ ზოგიერთი ირანელი ოპოზიციური ჯგუფი მიესალმება რაისის სიკვდილს - და ესმის, რატომ ფიქრობენ ისინი ასე.
„ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელი დარღვევა მოხდა მისი პრეზიდენტობის დროს, განსაკუთრებით ქალთა მიმართ უფლებების დარღვევის კუთხით. ჩვენ ვწუხვართ ნებისმიერი სიცოცხლის დაკარგვის გამო. არ გვინდა, ვნახოთ, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ვინმე დაიღუპება, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას, რომ, როგორც ირანის პრეზიდენტს, მას ხელები სისხლიანი ჰქონდა. ჩვენი ფუნდამენტური მიდგომა ირანის მიმართ არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ჩვენ გავაგრძელებთ ირანის ხალხის მხარდაჭერას, რათა დაიცვან თავიანთი უფლებები, თავიანთი მისწრაფებები ღია, თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიისკენ“, – განაცხადა მილერმა.