კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ ავსტრალიაში 16 წელზე უმცროსი მომხმარებლების Facebook და Instagram ანგარიშებს გააუქმებს.
Meta-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 დეკემბრიდან, მაშინ, როდესაც ავსტრალიის ახალი კანონი ამოქმედდება, "ასაკის დადასტურების მეთოდით" 16 წელზე უმცროსი მომხმარებლების ანგარიშები გაუქმდება.
თინეიჯერ მომხმარებლებს თავიანთი ანგარიშების აღდგენა მაშინ შეეძლებათ, როდესაც 16 წლისები გახდებიან.
ავსტრალიის ინტერნეტ სივრცის უსაფრთხოების სააგენტოს (eSafety Commissioner) მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, სოციალური პლატფორმები, როგორიცაა TikTok, X, Snapchat და Reddit ასაკობრივი შეზღუდვის კანონს დაექვემდებარება, ხოლო უმცროს მომხმარებლებს Youtube-ზე ბავშვებისთვის განკუთვნილ ვერსიაზე ექნებათ წვდომა.
საკანონმდებლო შეზღუდვა არ შეეხება საკომუნიკაციო პლატფორმებს - WhatsApp-სა და Messenger-ს.
თავის მხრივ, Meta-მ განაცხადა, რომ მომხმარებლის ასაკის ზუსტი დადგენა "მთელი ინდუსტრიისთვის გამოწვევა" იქნება.








