ევროკომისიამ Apple-სა და Meta-ს ჯარიმები დააკისრა ევროკავშირის ციფრული რეგულაციების დარღვევისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
Apple-ს €500 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება App Stores-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის, ხოლო Meta-ს €200 მილიონი ევროს ჯარიმა დაეკისრა პრტაქტიკისთვის, რომელიც ევროკავშირის მომხმარებლებს ავალდებულებს, გადაიხადონ Facebook-ისა და Instagram-ის ურეკლამო ვერსიებზე წვდომისთვის.
ჯარიმის გარდა, Apple-ს გაფრთხილება მიეცა, რომ ივნისის ბოლომდე პროდუქტის ცვლილებები განახორციელოს. თუ კომპანია ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, კომისიას შეუძლია ყოველ დამატებით დღეზე ჯარიმა დააკისროს კანონის დარღვევისთვის.
კომისია ამჟამად აფასებს ცვლილებებს, რომლებიც Meta-მ გასული წლის ბოლოს განახორციელა რეგულაციებთან შესაბამისობის მიზნით.