იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, პუტინის მიერ გამოცხადებული 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა საკმარისი არ არის და საჭიროა სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობა. ამის შესახებ მელონიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მელონის თქმით, იტალია მხარს უჭერს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას და მოხარულია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. მელონის შეფასებით, ზელენსკიმ ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უკრაინა მშვიდობისკენ მიისწრაფვის.
"ახლა იგივე უნდა აჩვენოს რუსეთმა, რადგან პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავზე გამოცხადებული 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა სხვა რამეა და აშკარად არასაკმარისია. მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი". - თქვა მელონიმ.
იტალიის პრემიერის განმარტებით, პირველ რიგში, ეს ნიშნავს უსაფრთხოების მყარ და საიმედო გარანტიებს.