ჩემი მიზანია, დასავლეთი კვლავ დიდებული გავხადოთ, ვფიქრობ, ერთად ამის გაკეთება შეგვიძლია, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა

ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ტრამპმა მიიღო მისი მიწვევა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს სხვა ევროპელ ლიდერებსაც.

„ჩემი მიზანია, დასავლეთი კვლავ დიდებული გავხადოთ და ვფიქრობ, რომ ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება. როცა დასავლეთზე ვსაუბრობ, უპირველესად არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ სივრცეს. მე ვსაუბრობ ცივილიზაციაზე და მსურს ეს ცივილიზაცია უფრო ძლიერი გავხადოთ“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას სჯერა, რომ აშშ და ევროპა ერთად შეძლებენ უკრაინაში „სამართლიანი და ხანგრძლივი“ მშვიდობის მიღწევას.

თარგმანი: პირველი არხი