27 აპრილს აშშ-ს პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ღამის შოუს წამყვანი და ამერიკელი კომიკოსი, ჯიმი კიმელი, გააკრიტიკა ხუმრობისთვის, რომელშიც კიმელმა თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლამდე რამდენიმე დღით ადრე მელანიას "მომავალი ქვრივი" უწოდა.

"ჩვენი პირველი ლედი, მელანია, აქ არის. შეხედეთ მელანიას, როგორი ლამაზია. მისის ტრამპ, თქვენ მომავალი ქვრივივით ბრწყინავთ." – თქვა კიმელმა 23 აპრილს საავტორო გადაცემა Jimmy Kimmel Live-ში.

პირველი ლედის თქმით, კიმელის განცხადებები "სიძულვილით სავსე და ძალადობრივი" იყო, რის გამოც მან ABC News-ს კიმელის "სასტიკი საქციელის" წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

27 აპრილს X-ზე გავრცელებულ პოსტში მელანიამ აღნიშნა, რომ "კიმელის მსგავს ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ყოველ საღამოს ჩვენს სახლებში შემოვიდნენ და სიძულვილი გაავრცელონ". 

პირველი ლედის თქმით, მისი "ოჯახის შესახებ კიმელის მონოლოგი არ არის კომედია – მისი სიტყვები კოროზიულია და ამერიკის შიგნით პოლიტიკურ ავადმყოფობას აღრმავებს." 

"მერამდენედ შეუწყობს ხელს ABC-ს ხელმძღვანელობა კიმელის სასტიკ საქციელს ჩვენი საზოგადოების ხარჯზე." – დაამატა მელანიამ.