თუ საჭიროა, დასავლეთის წინააღმდეგ პრევენციულ თავდასხმას უნდა მივმართოთ, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა TASS-თან საუბრისას განაცხადა.

"დასავლეთს სისხლში აქვს არა მხოლოდ ორგულობა, ასევე ავადმყოფური და დრომოჭმული იდეა საკუთარი ძლევამოსილების შესახებ. ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. სრული პასუხი გავცეთ. თუ საჭიროა, პრევენციულ თავდასხმას უნდა მივმართოთ", - განაცხადა მედვედევმა.