მოლაპარაკებები სტამბოლში საჭიროა არა კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისთვის, ამაშია რუსეთის მემორანდუმის არსი, – ამის შესახებ Telegram-ზე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი წერს.

მისივე თქმით, შურისძიება გარდაუვალია და ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ, გაქრებიან.

"ყველა, ვინც ღელავს და ელოდება შურისძიებას, ღელვა საჭიროა – ეს ნორმალური ადამიანის თვისებაა. შურისძიება გარდაუვალია. ამასთან, უნდა გვახსოვდეს 1. ჩვენი არმია აქტიურად უტევს და შეტევას გააგრძელებს. ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აუცილებლად აფეთქდება, ხოლო ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ, გაქრებიან; 2. მოლაპარაკებები სტამბოლში საჭიროა არა კომპრომისული მშვიდობისთვის, ვიღაცის მოგონილი არარეალური პირობებით, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისა და ნეონაცისტური ხელისუფლების სრული განადგურებისთვის. ამაშია გუშინ გამოქვეყნებული რუსეთის მემორანდუმის არსი", – წერს მედვედევი.