რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ Telegram არხზე წერს, რომ ტერორისტები უნდა დახოცონ და ეს მოხდება.
"ყველა მეკითხება - რა გავაკეთოთ? ისინი დაიჭირეს. ყოჩაღ ყველას, ვინც დაიჭირა. უნდა დავხოცოთ? უნდა დავხოცოთ. და ეს მოხდება. თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა თანამონაწილის მოკვლა. ყველასი. ვინც ფული გადაიხადა, ვინც თანაუგრძნობდა, ვინც ეხმარებოდა. ყველა უნდა მოვკლათ." – წერს მედვედევი.