რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელ X-ში ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, კიევში საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის გადადებულ ვიზიტს ეხმაურება და ემანუელ მაკრონს ზოოლოგიური მშიშარას უწოდებს.
"მაკრონი ემზადება კიევში წასასვლელად? მაგრამ ის ზოოლოგიური მშიშარაა! ყოველ შემთხვევაში, მის კაბინეტს გირჩევთ, რამდენიმე საცვალი წაიღოს! ძალიან მძაფრი სუნი ექნება... პ.ს. ეს დილით დავწერე და გამოქვეყნება ვერ მოვასწარი! საღამოს კი მან უკვე ჩაისვარა. საწყალი საფრანგეთი!“ - წერს მედვედევი.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონის ვიზიტი კიევში, რომელიც დაგეგმილი იყო მარტში და გადაიდო, შესაძლოა კვლავ გადაიდოს უსაფრთხოების მიზეზების გამო და ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთობლივი ვიზიტის ორგანიზების მიზნით.