უკრაინა, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, რუსეთია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„უკრაინის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა ერთხელ თქვა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. ეს კონცეფცია სამუდამოდ უნდა გაქრეს. უკრაინა, უპირობოდ, რუსეთი“, - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, რუსული საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფის მცდელობები დავიწყებას უნდა მიეცა.
„ის სამართლიანად თვლის უკრაინას და მის მოსახლეობას ჩვენი რუსული ცივილიზაციის ნაწილად. უკრაინა რომ არ ჩავარდნილიყო ყველაზე სულელურ ხაფანგში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დააგეს უკრაინის დახმარებით ჩვენს ქვეყანასთან დასაპირისპირებლად, ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო“, - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, უკრაინის ლიდერებს რომ მინსკის შეთანხმებები რომ შეესრულებინათ, უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ საჭირო აღარ გახდებოდა.