მთელი ყურადღება ახლა ბრიუსელისკენაა მიმართული, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოს თავისუფლების გადასარჩენად, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში წერს.
"ახლა მთელი ყურადღება ბრიუსელისკენაა მიმართული. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოს თავისუფლების გადასარჩენად. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინის გამარჯვებაში დახმარება. რუსეთის იმპერიალიზმი ყველგან უნდა დამარცხდეს",- წერს მარკო მიჰკელსონი.
🇬🇪🇺🇦🇪🇺 All eyes are on Brussels. The EU needs to act to save Georgia's freedom. This is as important as helping Ukraine win. Russia's imperialism must be defeated everywhere! @vonderleyen @eucopresident @kajakallas
— Marko Mihkelson (@markomihkelson) December 16, 2024
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში, მათ შორის, საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.