ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე და ასევე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ისაუბრებენ.
"ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ რა შედეგები მოჰყვება საქართველოს ხელისუფლებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების გამოყენებას და ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელსაც იქ იყენებენ. ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპის მხრიდან. ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, სანქციები და მეორე საკითხი ასევე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა", - განაცხადა კაია კალასმა.